|
2019-06-18 13:49:09, 1396 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ენუქიძე - წიაღის სექტორში რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) 2019 წლის გლობალური კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს. კონფერენცია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს და საფრანგეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით ტარდება. „ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეფორმებზე, რომლის მიზანიც წიაღისეული რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდაა. გვსურს დავნერგოთ ინტეგრირებული ნებართვების გაცემის სისტემა, რომელიც სამთო-მოპოვებით სექტორში მომუშავე ბიზნესს საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტორებთან პროაქტიული ურთიერთობის პრინციპზე, რომლითაც ვგეგმავთ კომპლექსური საინვესტიციო შეთავაზებების მომზადების გზით პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე რეფორმების პოტენციურ დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მათთან პროაქტიული მუშაობა მნიშვნელოვანი გზაა წიაღის სექტორში გლობალური ინვესტორების მოსაზიდად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია EITI (Extractive Industries Transparency Initiative) პრინციპების უკეთ გაანალიზება, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტს, მისი უმთავრესი პრინციპები ასახავს ყველა დაინტერესებული მხარის საერთო მიზნებსა და ვალდებულებებს მოპოვებით მრეწველობაში. მისივე თქმით, კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს ქვეყნების ლიდერებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს, განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის სფეროში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება და EITI პრინციპების შესაბამისად შემუშავებული იმ მიდგომების განხილვა, რომლებიც სექტორში კარგი მმართველობის დანერგვისა და პასუხისმგებლიანი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფენ.
(NS)
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)