15:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 15:30:08, 792 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, კავშირგაბმულობისა და სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

თემურ კეკელიძემ სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმებსა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა აღჭურვილობის გადმოცემის აქტს ხელი მოაწერეს.

აღნიშნული აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო ინციდენტების აღმოჩენისა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის მართვის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით სასაზღვრო სექტორები ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics