|
2026-11-08 14:05:50, 265 ნახვა
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ერთა თასის გათამაშებაში კანადის ნაკრებს უმასპინძლა და სძლია ანგარიშით 59:14. ამ გამარჯვებით საქართველომ ჯგუფთაშორის ტურნირზე პოზიციები გაიმყარა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. შეხვედრა ტურნირის ნოემბრის ეტაპის ნაწილია. ახალი ფორმატის შეჯიბრებაში მონაწილეობს 12 ნაკრები, რომლებიც ორ ჯგუფად არიან განაწილებული. გუნდები ერთმანეთს ჯგუფთაშორისი პრინციპით ხვდებიან. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფის გამარჯვებული ჩემპიონი გახდება. საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეჯიბრება მნიშვნელოვანია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების თვალსაზრისითაც. 2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. კანადამ ზაფხულის კამპანიისას ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი დათმო. ის 7 ქულით ბოლო ადგილზეა ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში, თუმცა ამ ჯგუფის ექვსი ბინადრიდან ოთხს 7 ქულა აქვს და ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით არიან. ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს უმასპინძლებს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს - აშშ-ს. კანადა კი საქართველოს შემდეგ 14 ნოემბერს საფრანგეთში ეთამაშება ჰონკონგს, ხოლო 20 ნოემბერს ბუქარესტში - მასპინძელ რუმინეთს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)