20:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 10:37:28, 1571 ნახვა

ეკონომიკა
ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება

ლუდი „ბავარია“ 300 წლის ხდება. სამ საუკუნოვან იუბილეს „ბავარია“ გრანდიოზულად აღნიშნავს და ამ უმნიშვნელოვანეს  თარიღთან დაკავშირებით 120 ქვეყნიდან 300 ადამიანს ამსტერდამში ეპატიჟება.

„ბავარია“ ერთგულ მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ დაკვირვებულები, რადგან 300 წლის იუბილეზე მოხვედრის შანსი, ანუ 3 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა ამსტერდამში, შესაძლოა ნებისმიერ ადგილზე გათამაშდეს, სადაც კი „ბავარიაა“. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ქუჩა, კინოთეატრი თუ სხვა.

„ბავარია“ ნომერ პირველი ლიცენზირებული ლუდია. ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული კამპანია შესთავაზოს. „ბავარიას“ გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მზარდია. ლუდის მოყვარულები აფასებს „ბავარიას“ ხარისხს და მის ერთგულ მომხმარებლად რჩებიან“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

გარდა ამისა, „ბავარიას“ 300 წლის იუბილეზე დასწრება და ამსტერდამში მოგზაურობა შეეძლება მათაც, ვინც სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება და სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე https://www.facebook.com/BavariaGeorgia/?epa=SEARCH_BOX ატვირთავს იუბილეს მისალოცი სადღეგრძელოს ვიდეოს ან ფოტოს და რომელსაც შემდგომ მოიწონებს და შეარჩევს „ბავარიას“ სათაო ოფისი. შერჩევა მოხდება, როგორც საუკეთესო ვიდეოს, ასევე ფოტოს კატეგორიაში.

„ბავარია“ 300 წლის იუბილეს აგვისტოს შუა რიცხვებში აღნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ლუდის ლეგენდარული ბრენდის "ბავარიის" მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკას საქართველო 2016 წლიდან შეემატა. სს „ქართული ლუდის კომპანია“ კი საქართველოში და მთლიანად რეგიონში ლუდი "ბავარიის" ოფიციალური და ექსკლუზიური მწარმოებელია.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics