|
2019-06-12 19:05:14, 1203 ნახვა
საზოგადოება
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" - პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ გახსნა. მან პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „უკვე 14 წელია, რაც საჯარო რეესტრი შვედეთის კოლეგა უწყებასთან - ლანტმატერიეტთან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობამ უზრუნველყო ის, რომ საჯარო რეესტრი დღეს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია. რეესტრის გამოცდილებას ეცნობიან და იზიარებენ სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციები. შეიძლება ითქვას, სააგენტოს ამ მიღწევებში განსაკუთრებული როლი შეასრულა შვედეთის მთავრობის დახმარებით განხორციელებულმა პროექტმა. ამ პროექტმა მოგვცა საშუალება, საჯარო რეესტრი განვითარებულიყო ზუსტად იმ მიმართულებით, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის მოთხოვნები და ზოგადად, ქვეყნის უკეთესი მომავალი", – აღნიშნა ივანე ცარციძემ. ღონისძიების ფარგლებში პროექტის სამუშაო კომპონენტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებითაც აუდიტორიას პროქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მიღწეული შედეგები დეტალურად გააცნეს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები შემდეგი კომპონენტების ფარგლებში განხორციელდა: მიწისა და უძრავი ქონების მართვა; მონაცემთა გაზიარება და ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნა; გეოდეზია, კარტოგრაფია და დამისამართება; ინფორმაციის ხარისხი, სტატისტიკა და მასობრივი შეფასება; IT-განვითარება; სამისამართო სისტემის მოდელის განხორციელება სოფლად; მონაცემთა დამუშავება და ელექტრონული არქივირება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში 2005 წლიდან ვიმყოფები და არაერთ პროექტში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მიწის ადმინისტრირების მიმართულებით განვითარების პროცესში. უდავოდ განსაცვიფრებელია ის შედეგები, რასაც პროექტის ფარგლებში მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", – განაცხადა პროექტის სპონსორმა მატს სნელმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების უფროსი მოლი ლიენი. „შვედეთისა და საქართველოს კოლეგა უწყებების თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგებს განვიხილავ, როგორც საქართველოს განვითარების შესაძლებლობას მიწის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით. ეს არის სახელმწიფოს ის ფუნდამენტური საფუძველი, რაზეც დემოკრატიის გაძლიერება და სამართლიანობის პრინციპების დაცვაა დაშენებული. ვფიქრობ, თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ პროექტის გაგრძელება გაამყარებს ახლო კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - აღნიშნა მოლი ლიენმა. პროექტი „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაგრძელების შედეგია და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით ხორციელდება.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)