|
2019-06-12 19:03:45, 1192 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიის (CEESP) სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო და გავხსნა საქართველოში გამართული ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა. მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IUCN გამოცდილების გაზიარება და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ტყის სექტორის განვითარების, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით განხორციელებული სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ IUCN ექვს თემატურ კომისიას, მათ შორის, ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიას (CEESP) აერთიანებს, სადაც ათი ათასამდე მეცნიერია რეგისტრირებული და რომელთა საქმიანობა, ძირითადად, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ეკოსისტემების მდგრად მართვას უკავშირდება.
(NS)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)