|
2019-06-12 16:28:04, 1181 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი ივლისში გაიხსნება
მთაწმინდის გამგეობა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას ივლისში დაასრულებს. სწორედ ამ დროიდან შეძლებენმოქალაქეები, ისარგებლონ ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე და მათთვის მორგებული რეკრეაციული სივრცით, სადაცლიეტუვას კულტურულ სახესაცგაეცნობიან. ამჟამად, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რაიონის გამგებელმადავით კირკიტაძემ, პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტისციკანავიჩიუსთან ერთად დაათვალიერა.კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებმა მათ დარჩენილი სამუშაოების, გამწვანებისა და სკვერის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნეს. განახლებულ სკვერში ამ ეტაპზე დეკორატიული შადრევნის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. უკვე დასრულებულია ლითონის პერგოლას მონტაჟი, რომელიც ხვიარა მცენარეებით გამწვანდება.ტერიტორიაზე, ასევე, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას - დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის. აღნიშნული პროექტი, რომელიც მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად ლიეტუვურმა მხარემ გადასცა, გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 930 ათასი ლარია.
(NS)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)