15:39 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 14:20:51, 1093 ნახვა

საზოგადოება
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი პერსპექტივები განიხილეს

ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის  (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 21-ე შეხვედრაზე  საქართველოში სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

მინისტრის მოადგილემ ENPARD-ის მე-2 და მე- 3 ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირის წარმომადგენელმა კრისტინა კასელამ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის მე-4 ფაზის დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics