2019-06-10 17:01:05, 1891 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7348 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7344 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0920 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0803 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0117 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,