16:27 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 12:29:07, 1097 ნახვა

საზოგადოება
ISFED - შალვა შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, Facebook-ზე ორგანიზებული სახე აქვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მთაწმინდის ოლქში პირველი ტურის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ განსაკუთრებით გააქტიურდა დისკრედიტაციის კამპანია ოპოზიციური კანდიდატის, შავგულიძის წინააღმდეგ.

მათივე განმარტებით, იგივე მადისკრედიტირებელი გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კანდიდატების და პარტიების წინააღმდეგ დასპონსორებულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომელთა აქტივობების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშებში დეტალურად არის გადმოცემული.

ორგანიზაციის ინფორმაციით,პოსტები რამდენიმე ანონიმურ გვერდზე ქვეყნდება ლადო კახაძის წინააღმდეგაც, თუმცა მკვეთრად ნაკლები რაოდენობით.

„ლადო კახაძის დისკრედიტაციას ის გვერდები მიმართავენ, რომლებიც აფილირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზოგადად, „ქართულ ოცნების“, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ. მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა სპორადული სახე აქვს და დასპონსორებული არ არის. შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ISFED-ის მტკიცებით, შალვა შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებული ხასიათი აქვს.

„მადისკრედიტირებელი გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ სპეციალურად კანდიდატის საწინააღმდეგოდ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე პირებთან და, შესაბამისად, ხდება მისი ლანძღვა და მორალური გაკიცხვა. ხშირად, შავგულიძის კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილად და დამახინჯებულად არის გამოტანილი სხვადასხვა ფოტოზე, ხოლო მისი ინტერვიუებიდან ამონარიდები ვიდეო-პოსტებში.

შავგულიძის წინააღმდეგ მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო POSTV-ის მომზადებულია და თან ახლავს შესაბამისი ვიზუალური გაფორმება. პოსტების ნაწილი კი, ტელეკომპანია იმედი TV - ის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული სიუჟეტებია, (მაგალიტად, ინტერვიუ და რეპორტაჟი სულხან მოლაშვილის მამასთან) რომელსაც კანდიდატის საწინააღმდეგო სალანძღავი ტექსტები ახლავს თან.

საგულისხმოა, რომ შავგულიძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში გამოყენებული იყო ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალა, რომელიც ფეისბუქის მიერ დაიფარა, იქიდან გამომდინარე, რომ ეწინააღმდეგებოდა ფეისბუქის წესებსა და სტანდარტებს“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics