|
2019-06-07 16:50:23, 897 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება ქუთაისშია დაგეგმილი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი. კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსგავსი ავტომობილების დანერგვა გარემოსდაცვით სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება. დღეს ჩვენ ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება იმისთვის, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული. ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული, ელექტრომობილები შეიძინონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს. „რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს აშენების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს. „მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების წარმოება ადგილობრივად, საქართველოშივე მოხდება და ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)