|
2019-06-06 17:14:04, 2200 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში
მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. „ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშნელოვანია, რომ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ბიზნესსუბიექტებს, ვისაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არა აქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.
(NS)
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)