2019-06-06 17:11:07, 1875 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 1, ევროსთან კი, 2 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში 1, ევროსთან კი, 2 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7411 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7500 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0794 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0990 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0196 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,