2019-06-05 17:01:07, 2316 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7500 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7648 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0148 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 3.0990 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1110 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0120 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,