15:14 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 15:19:27, 1804 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ კალანდიას ძმა: საქართველოში სამართლის კოლაფსია - ჩემი ძმა დაიჭირეს, რათა მღელვარება ჩააცხრონ

რეალურად დავდექით იმის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კალანდიას დაკავება პოლიტკური გადაწყვეტილებაა.

„ვიტყვი, რომ მიხეილ კალანდიას დაჭერა არის პოლიტკური გადაწყვეტილება. იმიტომ რომ საზოგადოებრივი მღელვარება თავიდან აირიდონ. მაგრამ მე პირდაპირ მიდა ვთქვა, რომ ამას ვერ აცდებიან. ჩვენ არ ვაპირებთ არც საახლობლო, არც საზოგადოება ამას შევეგულოთ. ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია, თუნდაც ამდენი ხნის პროპაგანდის შემდეგ, რომ მიხეილ კალანდია იყო, მაგრამ დღეს რეალურად დავდექით იმის წინაშე, რომ საქართველოში სამართლის კოლაფსია.

წელიწადნახევრის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კალანდია უდანაშაულო იყო, არაფერი დამტებითი მასალა ან მტკიცებულება აღმოჩენილი არ არის. აქამდე ჩუმად ვიყავით. ეს დანაშაულის დაფარვა, რასაც გვედავებიან იმდენად უმნიშვნელოდ მიგვაჩნდა ამხელა ტრაგედიასთან მიმართებაში არც ხმას ვიღებით და ყოველთვის ნეიტრალურები ვიყავით. მიხეილ კალანდიას „ოქროს მოწმეს“ ეძახდნენ, სათავიდოდ ყველა საქმეში გამოიყენეს“, - აღნიშნა ლუკა კალანდიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics