19:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:04:48, 2324 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით „გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში,  თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში", ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი" გაიხსნა. 

ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. - აცხადებს სასტუმრო „რადიუსი"-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. "

„ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის.  აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი“, - აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი". ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები რაც სასტუმროს განსაკუთრებულ  იერს სძენს.

სასტუმრო „რადიუსს" ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია", რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს". აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics