2019-06-04 18:01:22, 2292 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი ხვალ 2.7648 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7648 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7793 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0145 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.1110 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1081 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,