15:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 12:50:50, 828 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ვებგბვერდზე სუბიექტების ანგარიშგების პორტალის ბმული განთავსდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე  სუბიექტთა ანგარიშგების პორტალის ბმული -  https://reportal.ge/ განათავსდა. 

ბიზნესის რეგისტრაციის ბლოკში  -  https://napr.gov.ge/pol   აღნიშნული პორტალის ბმულის განთავსება ფინანსთა სამინისტროს  სისტემაში შემავალი სახელმწიფოსაქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლობის შედეგადგადაწყდა. 

დაინტერესებულ პირებს ერთ ელექტრონულ სივრცეში შეუძლიათ, გაეცნონ არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტის შესახებ  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრში არსებულ მონაცემებს, არამედ  სუბიექტთა ანგარიშგების პორტალზე  განთავსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. 

ანგარიშგების პორტალი  ფინანსთა სამინისტროს  სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიქმნა და  ბიზნესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას  უზრუნველყოფს. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებისათვის აღნიშნულ უწყებასთან  თანამშრომლობასაგრძელებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics