|
2019-06-04 10:25:53, 803 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა
ორბელიანის ახლადრეაბილიტირებული მოედანი თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. გალაკონცერტზე 20 ნომერი შესრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „ცისფერი ტრიო“, სოფო ბათილაშვილი და სტეფანე. „დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ, რაც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ, ფუნდამენტურად უნდა შესრულდეს - წყალარინების, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემებით. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა 20 შენობა, მათგან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია. ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რეაბილიტირდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონა - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერები და კეთილმოეწყო შვიდი ქუჩა. ორბელიანის მოედნის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, მადლობის სიგელები გადაეცემა შემდეგ კომპანიებს: სამშენებლო კომპანია „ანაგი“ - ირაკლი გოგოლიშვილი; სამშენებლო კომპანია „ინსი“ - ზვიად თოიძე; სამშენებლო კომპანია „იკორთა 2007“ - გია ხურცილავა; „იქს ვექტორი“ - ალექსი ხაჩიძე; „გრინსერვისი“ - კობა ხარშილაძე; ელექტროსამონტაჟო კომპანია „ქსელმშენი“ - ზურაბ ტაბიძე; შპს „თბილსერვის ჯგუფი“ - ლევან ჯღარკავა; ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ( ICOMOS) ეროვნულ კავშირი - ლია ბოკუჩავა; „არქსტუდია“ თემურ დიასამიძე; „გეოკონი“ - გიორგი ცომაია; ააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“. სახელობითი მადლობის სიგელები კი გადაეცემა: ლევან გელაშვილს, ლევან იორაშვილს, გრიგორ სალუქვაძესა და იოსებ თარხნიშვილს.
(NS)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)