|
2019-06-03 13:35:21, 939 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
"საქართველოს რკინიგზა" შაბათის კურიერში გასულ სიუჯეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ "შაბათის კურიერის" ჟურნალისტს მიეწოდა სრულყოფილი და არგუმენტირებული პასუხები შვილობილი კომპანიის ვაგონებთან დაკავშირებით, კომენტარიდან ამოღებული იქნა ძირითადი და მნიშვნელოვანი გზავნილები. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ხაზგასმა, თითქოს „საქართველოს რკინიგზის“ ქონების გადაცემა ხდება რუსულ კომპანიებზე. „საქართველოს რკინიგზამ" მის 100%იან შვილობილ კომპანია შპს ,,ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებს'' კაპიტალში ნამდვილად გადასცა 799 ერთეული ვაგონი, კერძოდ 599 ერთეული ხორბალმზიდი და 200 ერთეული ნახევარვაგონი. აღნიშნული ვაგონებიდან შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების” მიერ 436 ერთეული ხორბალმზიდი 1 წლიანი იჯარით, კერძო აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასად გადაეცა დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია "რეილვეი ტრანს უნიონს". ამასთანავე 50 ხორბალმზიდი 1 წლიანი იჯარით ასევე საბაზრო ფასად არის გაცემული რუსულ კომპანია "რეილვეი ინვესტ გრუპზე". დანარჩენი ასრულებს საექსპედიტორო მომსახურებას. ვაგონების იჯარით გაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ორივე კომპანიამ წერილობით მიმართა „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას და საიჯარო ქირის გადახდის გარდა, დამატებით იკისრეს გარანტირებული მოცულობის ტვირთბრუნვის განხორციელების ვალდებულება საქართველოს კორიდორში. საიჯარო ურთიერთობასთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული საბაზრო ფასისა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვაგონების დაზიანება-დაკარგვის რისკები დაზღვეულია და დამატებით მოცულობითი თანხები დეპონირებულია კონტრაქტორის მიერ კომპანიის ანგარიშებზე. ვაგონების მიმდინარე რემონტი ხელშეკულებით დარეგულრებულია და არის მოიჯარის ვალდებულება. შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალების“ მიერ ბოლო ორი წლის ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაზრდილია როგორც კომპანიის შემოასვლები, ასევე წმინდა მოგება: 2017 წლის შემდეგ, როცა კომპანიის შემოსავალი იყო 15,660,000ლარი, 2018 წელს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა შემოსავალი და მიაღწია 41,935,457 ლარს, კომპანიის წმინდა მოგებამ კი შეადგინა 1,708,917 ლარი. რაც შეეხება 2019 წლის I კვარტალს - შემოსავალია 11,964,155 ლარი, აქედან მოგება არის 967,396 ლარი. 2019 წლის გეგმა ითვალისწინებს 65,252 მლ. ლარის შემოსავალს, ხოლო მოგება - 9,827 მლ. ლარს. ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ შრომით დამსაქმებელთან ურთიერთობის შეწყვეტის საკითხი რეგულირდება სამართლებრივ ჭრილში და არა მედიასივრცეში", - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)