17:09 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:37:39, 926 ნახვა

საზოგადოება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. 

სამინისტროს ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მრზუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენი უმთავრესი  მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი თქვენგანი მომავალ პროფესიას  სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშირებს და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“,  - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა  კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს  გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით ხელით ჩარგეს მცენარეები ქოთნებში, ტომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად  გადაეცათ.

ღონისძიების პარტნიორი კომპანიები „ბარამბო” და „ზედაზენი” საკუთარი პროდუქციით ნაყინითა და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ პატარებს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics