|
2019-05-31 15:07:57, 1066 ნახვა
საზოგადოება
„შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას“ - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა
ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა. "შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას" - ამ სახელით გავრცელებულ პეტიციას ამ დროისთვის 2060 მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციის განსახილველად კიდევ 2 940 ხმაა საჭირო. ადრესათი საქართველოს მთავრობაა. "ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. -ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში. ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას", - წერია პეტიციის ტექსტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)