14:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 12:12:24, 1094 ნახვა

საზოგადოება
არაჰუმანური პოსტის გამოქვეყნების გამო, ნანა კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა არაეთიკური პოსტის გამო, გენდერული საბჭოდან გარიცხეს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ნანა კოსტავას გარიცხვას მხარი ყველა წევრმა დაუჭირა. მის ადგილს ანა შალიაკინი დაიკავებს. 

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ნანა კოსტავა ფრაქციის თანამდებობიდან დღეს გადააყენეს, თუმცა ის საკრებულოს წევრის თანამდებობას მაინც იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავას გადადგომის მოტხოვნით, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. მოქალაქეებში პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულმა არაეთიკურმა და არაჰუმანურმა პოსტმა გაღიზიანება გამოიწვია. 

დეტალური ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.  

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics