17:21 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 14:39:15, 745 ნახვა

საზოგადოება
თურნავა: კახეთი არის რეგიონი, სადაც პირველი, 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას. პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი  შედარებით ახალ სფეროს - ეს არის მზის ენერგეტიკა. საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში ჩვენ პირველად ვავითარებთ ხუთმეგავატიან მზის სადგურს  და ეს პროექტი ძალიან მალე გახდება ოპერატიული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.

„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი  მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ზოგადად იმ მასშტაბურ  რეფორმებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რაც ნიშნავს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობებს,  რომ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკის საფუძველზე რამდენიმე წელიწადში ევროპული ტიპის მწვანე ეკონომიკად გარდავიქმნათ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics