|
2019-05-29 18:36:13, 823 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ჰიუგო ზეტცერს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის საგამომცემლო სფეროს მიღწევებსა და განვითარებაზე, დედაქალაქის კულტურულ ჰაბად ჩამოყალიბებაზე და მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებზე, რომელსაც თბილისის მერია გეგმავს. მათ შორის, UNESCO World Book Capital-ის სააპლიკაციო პროცესზე, რომელიც 2021 წლისათვის თბილისს მსოფლიო წიგნის დედაქალაქად მოიაზრებს. „თბილისი ამჟამად ორმოცზე მეტ საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებას მასპინძლობს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავზარდოთ საერთაშორისო მნიშვნელობის აქტივობები და დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის მთავარ კულტურულ პლატფორმად ვაქციოთ, რომელიც ვიზიტორებისთვის მრავალი მიმართულებით იქნება მომხიბვლელი. მულტიკულტურული, მრავალეროვანი თბილისი ზედმიწევნით მზადაა წიგნის დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერია - პროექტის მთავარი განმხორციელებელი, მთავრობასა და პარტნიორებთან ერთად, აბსოლუტურ მზაობას გამოთქვამს პროექტის განსახორციელებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ჰიუგო ზეტცერი თბილისს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვია და ხვალ ფესტივალის ოფიციალურ გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. წელს პირველად ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიის სტენდი, ხოლო მთავარ სცენაზე მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები გაიმართება. მათ შორის, წარადგენენ თბილისზე შექმნილ ფოტოალბომს "მარტინ პარის თბილისი". შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ჯობავა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)