|
2019-05-29 12:56:43, 841 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში აბონენტის რეგისტრაციის ცვლილების სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მეტ აბონენტს შეუძლია
იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდების პროცესის გამარტივებაზე. ამჯერად, კომუნალური გადასახადების ქვითრებში და ენერგორესურსების გამანაწილებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში სწორი მონაცემების დაფიქსირება ნაცვლად ათისა უკვე 27 კომპანიაში გახდა შესაძლებელი. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურება. აბონენტის რეგისტრაციის ცვლილება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ. ეს კომპანიებია: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი, შპს ინტერ გაზი, შპს ვაკე, შპს ჩირაღდანი - XXI საუკუნე, შპს აკრიანი - 2006, შპს გასკო +, შპს ენერგია +, შპს ტაბა, სს საჩხერეგაზი, შპს გამა, შპს ყამარი მ, სს ენერგოკავშირი, შპს ვარკეთილაირი, შპს დიდი დიღომი, შპს მარნეულის სოფწყალი, შპს საჩხერის წყალკანალი, შპს ბათუმის წყალი, შპს ქობულეთის წყალი. დღეის მდგომარეობით, კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 8039-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)