|
2019-05-29 12:46:12, 802 ნახვა
საზოგადოება
ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში იმყოფებიან. ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემას, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შეხვდნენ ფერმერებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მავნებელი არ არის გავრცელებული, თუმცა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ახალ ზელანდიელმა და ავსტრალიელმა სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა და მას მავნებელთა ბრძოლის წარმატებული გამოცდილება - სისტემური და კოორდინირებული მიდგომა აქვს. ამ გამოცდილების გაზიარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების საფრთხის წინაშე დგანან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ავსტრალია და ახალი ზელანდია სოფლის მეურნეობის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყნები არიან. ამ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აზიური ფაროსანას გავრცელებამ, საქართველო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. შესაძლოა, ეს გამოწვევა სხვა ქვეყნების წინაშეც დადგეს. შესაბამისად, საქართველოს გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეხმარება როგორც პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის ღონისძიებების განხორციელებაში“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ყველა რგოლთან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელიც ჩვენ ვისწავლეთ კოორდინირებული მიდგომა ყველა იმ პირების მონაწილეობით, რომელზედაც ზეგავლენას ახდენს ფაროსანა. ამიტომაც ჩვენ ვულოცავთ საქართველოს, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია“,- განაცხადა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა ქეთრინ დათიმ. ახალი ზელანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტების ვიზიტი, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „აზიურ ფაროსანასთან და მავნებლებთან ბრძოლა“ ფარგლებში დაიგეგმა. კონფერენციას 26 ქვეყნიდან დარგის სპეციალისტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)