|
2019-05-29 12:42:14, 886 ნახვა
საზოგადოება
1-ელ ივნისს დედაქალაქის მერიის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 1 ივნისს, მთავარი საბავშვო ზეიმი ვაკის პარკში ჩატარდება და 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. „ყოველდღიურად რასაც ვაკეთებთ, კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ თბილისში, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს აწყობს. მთავარი საბავშვო საზეიმო სივრცე ვაკის პარკში იქნება, სადაც 12:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. მინდა მივმართო მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მოიყვანოთ შვილები, შვილიშვილები და ერთად გავერთოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, თბილისის ყველა გამგეობას სხვადასხვა საბავშვო აქტივობა აქვს დაგეგმილი. „გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, 13:00-19:00 საათამდე, გაიმართება სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ასევე, თბილისის ყველა რაიონში გამგეობები სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავენ. ეს ერთი დღე ბავშვებს ვაჩუქოთ და გავულამაზოთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ისიამოვნონ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)