17:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 17:05:13, 842 ნახვა

საზოგადოება
დიდუბესა და დიღომში ათი სავარჯიშო სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისთვის დიდუბესა და დიღმის მასივში დამატებით, ათი სავარჯიშო სივრცე მოაწყო.

დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12, მე-2 კვარტლის მე-11, მე-4 კვარტლის მე-12, მე-5 კვარტლის მე-13 და 24-ე ა კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-5 ა, მე-7 და მე-15 კორპუსებთან, აკაკი წერეთლის გამზირის N55 ზ და ნინო ჯავახიშვილის ქუჩის N2 კორპუსებთან არსებულ მონაკვეთზე მოეწყო კაუჩუკის რბილი საფარი, ტერიტორია შემოისაზღვრა ბორდიურით, სავარჯიშო ზონა გადაიხურა და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი დამონტაჟდა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 176 536 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „გეო-გრინმა“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით განახორციელა.

დიდუბის რაიონის გამგეობა ფიტნეს ზონების მოწყობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მოსახლეობის მოთხოვნით, მიმდინარე წელს ტრენაჟორები ათ მისამართზე დამონტაჟდა,  უახლოეს პერიოდში კი  რაიონს დამატებით, ხუთი ახალი სავარჯიშო სივრცე შეემატება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics