17:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 18:04:59, 993 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) ჩატარებული 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო.

მეორე ტურში მონაწილეობას №13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და №41      ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო”) მიიღებენ. მათ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა სულ 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო, შალვა შავგულიძემ   5 422  ხმა (36.84%), ხოლო ვლადიმერ კახაძემ - 6 036 ხმა (41.01%). 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკომ დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, ბიულეტენის ტექსტი, ასევე დაადგინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი; „მეორე ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 402,673  ლარი;  აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ცესკოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში გაწეული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა აღნიშნული თანხის მეორე ტურისთვის გადანაწილება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ, ასევე მიიღო ინფორმაცია საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საკრებულოს წევრად არჩეული პირების შესახებ. 2019 წლის საკრებულოების შუალედური არჩევნები 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეჯამდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics