17:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 16:58:07, 1054 ნახვა

საზოგადოება
ზესტაფონში, უბედური შემთხვევის შედეგად, „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაშავდა

ზესტაფონში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც „რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად,  სხეულის დაზიანება მიიღო ორმა თანამშრომელმა - სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაეწიათ  სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს  საავადმყოფოში. 

„სს „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ამასთან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

სს „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics