14:24 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 16:24:48, 1069 ნახვა

საზოგადოება
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედა: ტკივილს ვერაფერი შემიმსუბუქებს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მადლიერი ვარ

 „ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება“, - ამის შესხებ გორში, 9 წლის მოკლული გოგონას, ნანიკო ბერიაშვილის დედა, სოფო ბერიაშვილმა სასამრთლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, განაჩენი სამართლიანია და მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„მაინც ვერ დავმშვიდდი. ჩემთვის შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ მინიმალური რაც შეიძლება გააკეთოს საქართველომ ჩემი შვილისთვის ეს არის და ამ გადაწყვეტილების მადლობელი ვარ“, - აღნიშნა სოფო ბერიაშვილმა.

ცნობისთვის, იაგო ნებიერიძე, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანიკო ბერიაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს პოლიციამ მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვა. მოგვიანებით ნებიერიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 141-ე მუხლიც დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დღეს კი მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics