17:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-26 12:40:29, 876 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ! 26 მაისი უნიშვნელოვანესი დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სახალხო დღესასწაულით აღნიშნავს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს.  სწორედ ამიტომ არის ამ დღის სლოგანი „ეს დღე ჩვენია“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი კონცეფციით „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” იმართება. ცოდნა არის მამოძრავებელი ძალა, გზა, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სტენდზე ორ განსხვავებულ კუთხეს - მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხეს წარმოადგენს.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics