|
2019-05-25 17:19:35, 1042 ნახვა
საზოგადოება
არქიმანდრიტი კირიონი: დამოუკიდებლობის დღესასწაული რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არა, დავით გარეჯზე უნდა გადიოდეს
„26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე“, - ამის შესახებ რქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს დავით გარეჯში განუცხადა. არქიმანდიტრი აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში გზის გაყვანას გამოეხმაურა. მისივე განცხადებით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მ დროისთვის გზის გაყვანა, თითქმის, დასრულებულია და მძიმე ტექნიკა ადგილზე აღარ მუშაობს. „იყო შეთანხმება, თითქოს ტექნიკა დილიდანვე გავიდოდა და აღარ იმუშავებდა, მაგრამ დარჩენილი იყო სადღაც 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია. იმის თქმა არ შემიძლია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის უპირველეს მოვალეობას – ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ეს არის ჩვენი სახე. დღეს 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ – გარეჯზე და ეს არის ჩვენი სინამდვილე. თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარ დაგვრჩება ქვეყანა და დაგვრჩება თბილისი მარტო“, - აღნიშნა არქიმანდიტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)