00:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 20:04:35, 485 ნახვა

პოლიტიკა
გოგა ხაჩიძე ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოგა  ხაჩიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რიგგარეშე 
სხდომის დასრულებამდე, შესაძლოა, ფრაქცია „ლიბერალ-დემოკრატები“ შეიქმნას, არ ადასტურებს.

ამის შესახებ ხაჩიძემ „ექსპრესნიუსს“ თემის კომენტირებისას განუცხადა. 

ხაჩიძემ  კიდევ ერთხელ  აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული    წევრების მიზანი სწორედ, ახალი ფრაქციის შექმნაა. თუმცა, რომელი იქნება ეს ფრაქცია, არ დაუკონკრეტებია.

„ არ ვიცი, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გაგვივრცელებია, ვინც გაავრცელა იქნებ იმას კითხოთ. პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ფრაქციის შექმნა იყო. ბუნებრივია, ამაზე ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაციები“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გოგა ხაჩიძემ. 

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგგარეშე სხდომის დასრულებამდე შეიქმნება ფრაქცია „ ლიბერალ -დემოკრატები“, რომლის წევრებიც გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაზე , კახაბერ ოქრიასვილი და ენზელ  მამიკონიანი იქნებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics