18:18 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 17:11:16, 267 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, დიმიტრი ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებას.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის დაკავება მხოლოდ მისი ჟურნალისტური ნამუშევრების, სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული პოზიციებისა და სოციალურ ქსელებში დაფიქსირებული მოსაზრებების გამო საშიში პრეცედენტია და თუკი გამოძიებას აქვს მის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებებიც, ისინი უნდა გასაჯაროვდეს.

"ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს" - წერს ქარტია.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიტო ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

დიმიტრი ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დააკავეს - მისი დაკავების შესახებ ცნობილი პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics