|
2015-06-29 16:29:57, 667 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქოს თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 1000კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" საქართველოს საპატრიარქოს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა (ნაფეტვრების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე). საინიციატივო ჯგუფ ,,სტუდენტური სოლიდარობის" დამფუძნებელ ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ თსუ-ს ტერიტორია ყოველგვარი შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე ჩამოართვა. მისივე თქმით, საქართველოს საპატრიარქო ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკას ახორციელებს. "ექსპრესნიუსი" საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დაუკავშირდა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტისთვის მიწის ნაკვეთის წართმევა კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო. მათივე განმარტებით, სააგენტოს მხრიდან ქონების ადგილზე დათვალიერება განხორციელდა და იგი აუთვისებელ, ცარიელ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა. "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობის წინაშე განახორციელა აღნიშნული საკითხის ინიცირება და მოამზადა განკარგულების პროექტი საქართველოს საპატრიარქოსთვის ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე 1000კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება",-განმარტავენ სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში". "სტუდენტური სოლიდარობის" დამფუძნებელი ირაკლი კუპრაძე იმასაც ირწმუნება, რომ წარსულში უნივერსიტეტის ძველმა ადმინისტრაციებმა საპატრიარქოს თხოვნით, მათ სხვადასსხვა ობიექტი და ქონება არაერთხელ გადასცეს. "ისევ და ისევ იმედს ვიქონიებ, ეს საკითხი მანამდე მოგვარდება, სანამ სტუდენტური პროტესტი მომწიფდება ამ საკითხთან დაკავშირებით ! როდის მორჩება საპატრიარქოს მხრიდან ტერიტორიების მიტაცების პოლიტიკა ?! მოვუწოდებ საპატრიარქოს, ნუ გახდებიან უნივერსიტეტისა და განათლების მტრები!",-აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)