00:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 15:50:37, 411 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლატვიის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

უწყების ინფორმაცით, თინათინ ხიდაშელმა გენერალ-ლეიტენანტ რაიომონდს გრაუბეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ გენერალს საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა სამხედრო სფეროში საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ერთობლივი სამხედრო სწავლებები ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ლატვიელმა სტუმარმა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება.

ლატვიელმა გენერალმა ქართველ კოლეგასთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა. ლატვიის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორალი გვირგვინით შეამკო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics