|
2019-05-08 17:58:57, 1456 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 6,4 %-ით გაიზრდება
2020 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 6,4%-ით გაიზარდოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა. პროექტის მიხედვით, 2020 წელს, დეპარტამენტი აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის, რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ჯამში 9 486 900 ლარს დახარჯავს. 2020 წელს, აჭარის 17 სამიზნე ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის რეკლამის ბიუჯეტი 8,5%-ით გაიზრდება, რაც ჯამში 6 490 400 ლარს შეადგენს. შემდეგი წლისთვის, სარეკლამო კამპანიების წარმოებისას ძირითადი აქცენტი სატელევიზიო და ონლაინ რეკლამის გაძლიერებაზე გაკეთდება. აჭარაში სერვისისა და ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 5,8%-ით მეტი, 1 886 800 ლარი დაიხარჯება. დეპარტამენტი გააგრძელებს პროექტებს „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“. აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება-დივერსიფიკაციისთვის 14,8%-ით მეტი, 799 000 ლარი დაიხარჯება. მთიან აჭარაში გაგრძელდება ეკო და სოფლად არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარება, ასევე ინფოტურები გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ისევ იგეგმება ზაფხულის ფესტივალები ბათუმსა და ქობულეთში, სოფლის ტურიზმისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალები, ასევე სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. 2020 წელს, ასევე იგეგმება კვლევებისა და სტატისტიკის წარმოება დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც უცხოელი ვიზიტორების კმაყოფილების დონის კვლევასა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 110, 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
(NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)