22:56 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 21:44:28, 291 ნახვა

სამართალი
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთმა დააკავა რუსი ოპოზიციონერი მხატვრისა და "აქციონისტის", სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი.

მკვლელობაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილ საქართველოს 22 წლის მოქალაქის დაკავებაზე განაცხადა სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა 22 ოქტომბერს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს სიემონიაკი X-ზე.

სემიონ სკრეპეცკის, რომელიც კრემლის ელიტასა და კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, ივნისში პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.

იმ დროისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს პასპორტით სარგებლობდა.

გამოძიების ვერსიით, მაჰმუდ ა. მკვლელობაში მთავარ ბრალდებულს, ელნურ ა.-ს დაეხმარა. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობასაც ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ამას გარდა, მაჰმუდ ა.-სთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებიც მასთან ერთად მგზავრობდნენ. სასაზღვრო სამსახურისთვის გადაცემის შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყო. მათ ასევე 10 წლით აეკრძალათ პოლონეთში ხელახლა შესვლა.

კუზოვკოვი, რომელიც სემიონ სკრეპეცკის ფსევდონიმით იყო ცნობილი, 15 ივნისს აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლასკაში სახლთან ძაღლის გასეირნებისას მოკლეს.

44 წლის მხატვარი და ბლოგერი პუტინისა და სხვა რუსი პოლიტიკური ფიგურების კარიკატურებით იყო ცნობილი. მან რუსეთი 2021 წელს პოლიტიკური დევნის შიშით დატოვა და კრემლის საწინააღმდეგო ნამუშევრების შექმნა ემიგრაციაშიც განაგრძო.

მკვლელობაში მთავარი ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ელნურ ა., 18 ივნისს დააკავეს. ის ბრალს უარყოფს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics