|
2019-05-08 10:52:31, 1374 ნახვა
რეგიონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხულოს განყოფილებას ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ფორმები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, ტექნიკურ და მატერიალურ გადაიარაღებას განაგრძობს. ბათუმის შემდეგ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის მქონე „ურალის“ მარკის წყალმზიდი და სამაშველო მანქანა ხულოს განყოფილებას გადაეცა. ამასთანავე, განახლდა მეხანძრე-მაშველთა ფორმებიც. ახალი სახანძრო და სამაშველო ტექნიკა რთული რელიეფური პირობების შესაბამისად არის ადაპტირებული და პასუხობს მაღალმთიანი აჭარის მოთხოვნებს. ასევე, აქვს შესაძლებლობა მოკლე დროში უზრუნველყოს დიდი რაოდენობის წყლის ტრანსპორტირება. ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ორი უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე 4 ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანა გადაეცა. დღესვე, ხულოში მცხოვრებ მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და წარმოდგენილი ინვენტარის გამოყენებით გაცნობოდნენ ხანძრის ქრობის სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ სახანძრო და სამაშველო ტექნიკას სხვა რეგიონებშიც განაახლებს. ასევე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მეხანძრე-მაშველი ახალი ფორმით სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
(NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)