2019-05-02 19:26:17, 1147 ნახვა
რეგიონი
ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ამ დროისთვის ავარიის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მოწოდება სრულად აღდგენილია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან