20:05 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 12:19:28, 1469 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, კულინარიის ხელოვნებას სამუშაოს 23 მაძიებელი ეუფლება

კულინარიის ხელოვნებას დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში სამუშაოს 23 მაძიებელი ეუფლება.

„პროფესიული მომზადება/გადამზადება’’ ოთხი თვე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან : მენიუს აღწერას, რეცეპტისა და ტექნოლოგიური ბარათის გამოყენებას.

კერძის მოსამზადებლად საჭირო ნედლეულის რაოდენობის განსაზღვრა; საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის პირველადი და მექანიკური დამუშავება; ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება; მარტივი კერძების მომზადება; ქართული სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძების მომზადება; საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული ძირითადი კერძების მომზადება.

კულინარიის ხელოვნების სპეციალისტი (მზარეული) არის საჭმლის მომზადების ოსტატი.

მზარეულის პროფესია გულისხმობს მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი კერძების მომზადებას, გაფორმებას და მიწოდებას. იგი სპეციალური რეცეპტით ამზადებს კერძებს, მაგრამ თავისი გემოვნებით შეუძლია მისი შეცვლა.

მზარეულის პროფესია მოთხოვნადია ნებისმიერ დარგში: სკოლებში, საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებში, ფაბრიკა-ქარხნების სასადილოებსა და თანამედროვე ოფისებში, რესტორნებში, სამხედრო-საზღვაო დაწესებულებებში, სასტუმროების ბიზნესში მზარეულის პროფესია გადამწყვეტია. სასტუმროებში მზარეულები ასრულებენ პრაქტიკულად ყველაფერს დაწყებული კერძების მომზადებით და დამთავრებული საუზმითა და დესერტით.

ისინი ასევე, მონაწილეობენ სამზარეულო მოწყობილობების შეძენის პროცესში, ადგენენ მენიუს,თვალს ადევნებენ იმას, რომ სასტუმროში პროდუქტები იყოს ახალი და მის მომზადებას მალევე შუდგნენ. მზარეულს ასევე შეუძლია დაკავდეს საკუთარი საქმით-გახსნას თავისი რესტორანი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics