21:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 20:31:03, 1208 ნახვა

საზოგადოება
მერია: წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობა შემოწმებულია - ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისის მერია წყნეთში არსებული მეწყერდამცავი კედლის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, კედელი სპეციალისტების მიერ შემოწმებულია და იგი ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ დამცავ ჯებირთან დაკავშირებით და განვმარტოთ, რომ ინფორმაცია შეიცავს მთელ რიგ უზუსტობას. სავარაუდოდ, საუბარია თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე განთავსებულ საყრდენ კედლებზე, რომელთა მშენებლობაც არა 10 თვის წინ, არამედ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და ამავე წლის დეკემბერში დასრულდა. 

სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ჯეუ გრუპმა” აწარმოა, რომლისთვისაც პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 702 606 ლარი დაიხარჯა. კედელმა 2016 წელს მომხდარი სტიქიის დროს დამცავი ფუნქცია შეასრულა.

რაც შეეხება ნაშალ მასას, მისი გაწმენდა არ მოხდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, რადგან იგი შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს.

გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გეგმიურად მოხდება კედლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც, კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს რეკონსტრუქციის სამუშაოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics