23:02 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-07 22:44:28, 272 ნახვა

ევროპის ამბები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა

კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა მთავარი ბაზრის მოედანზე მომხდარი სროლის შემდეგ, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ამის შესახებ Onet-ის ცნობით, მერმა ლუკაშ გიბალამ განაცხადა.

სროლა 7 ნოემბერს, შუადღისას მოხდა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი მოედანზე მანქანით შევიდა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ოთხი ქალი და ორი მამაკაცი დაიღუპა. დაჭრილებს შორის პოლიციელები არიან.

თავდამსხმელი, 24 წლის პოლონეთის მოქალაქე, პოლიციასთან სროლის დროს დაიჭრა და დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, მის მანქანაში დამატებითი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვეს. თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი პოლონეთის სამხედრო მოსამსახურე იყო ან არმიასთან კავშირი ჰქონდა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო.

მან განაცხადა, რომ მამაკაცი არასდროს მსახურობდა პოლონეთის არმიაში და არასდროს ჰქონია მასთან კავშირი. ამიტომ, არსებული ინფორმაციიდან შეუძლებელია დავასკვნათ, რომ თავდამსხმელი ყოფილი ჯარისკაცი იყო.

პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კრაკოვში გაემგზავრა. დღეს საღამოს მინისტრებთან და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics