|
2019-04-22 13:54:53, 1066 ნახვა
საზოგადოება
„არეა ექსპო 2019“-ში მონაწილეობას 30-მდე დეველოპერი მიიღებს
„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. „Ocean Capital“, „ბინადარი“, „Unix Development“, „Real Palace“, „Greenlife“ და სხვა დეველოპერები 4-5 მაისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საინტერესო შეთავაზებებითა და მხოლოდ ამ დღისთვის სპეციალური ფასებით წარდგებიან მომხმარებლის წინაშე. გამოფენა საქართველოში ყველა წამყვან დეველოპერ კომპანიას ერთ სივრცეში მოუყრის თავს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ათეულობით მშენებარე პროექტიდან თავისთვის სასურველი და მოსახერხებელი ბინა ან კომერციული ფართი შეარჩიოს. ღონისძიების ორგანიზატორია„არეა ჯგუფი“, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე შუალედური რგოლია დეველოპერ კომპანიასა და მომხმარებელს შორის; დეველოპერ კომპანიებს უწევს სხვადასხვა მომსახურებას - დაწყებული ბაზრის კვლევითა და კომპანიის ბრენდის შექმნით, დამთავრებული გაყიდვების მართვითა და რეპორტინგით. უძრავი ქონების პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გასულ წელს „არეა ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ჩატარებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევაც, რომელმაც მსგავსი ტიპის გამოფენის ჩატარების აუცილებლობა გამოკვეთა, რაც დადასტურდა კიდეც მომხმარებელთა აქტივობით. 2000-ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა 95%-იც უშუალოდ იყო დაინტერესებული ბინის შეძენით; ათეულობით დაჯავშნილი ბინა და მომხმარებელსა და დეველოპერ კომპანიას შორის წარმატებული პირდაპირი კომუნიკაცია სწორედ ამის დასტურია. შარშანდელმა გამოფენამ დაადასტურა ისიც, რომ დეველოპერ კომპანიებს შორის მზარდი კონკურენციის პირობებში მომხმარებელი აქცენტს არამხოლოდ სასურველ შეთავაზებაზე, არამედ კომპანიასთან წარმატებულ და პირად კომუნიკაციაზე აკეთებს. ღონისძიებამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენები ქართული ბაზრისთვის იმ ფონზე, როცა ქართული უძრავი ქონებით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება და საერთაშორისო კომპანიების ყურადღების ქვეშ ექცევა და როცა მშპ-ს 9% სწორედ ამ ბაზარზე მოდის. სწორედ ამ საკითხზე კეთდება მთავარი აქცენტი წლევანდელი ექსპოს შემთხვევაშიც. „თუ შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელზე, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლებისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ვხედავთ და აშკარაა, რომ ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს საერთაშორისო ორგანიზაციებიც გამოხატავენ, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით“, - აცხადებს „არეა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნინო ჯინჯოლავა. მსგავსი ტიპის გამოფენები ხშირია საზღვარგარეთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი დუბაის ყოველწლიური მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენაა. ღონისძიებაში მთელი მსოფლიოდან 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და გამოფენის განმავლობაში 1200-ზე მეტი უძრავი ქონება იყიდება, საიდანაც შემოსავალი 1 მილიარდს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბი ადგილობრივი ბაზრიდან გამომდინარე მცირეა, ქართველი მომხმარებლისთვის და დეველოპერული კომპანიებისთვის საინტერესო და საჭიროა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილებისა და დაგროვილი კომპეტენციის გაზიარება. წლევანდელი „ექსპო 2019“ როგორც მომხმარებლისთვის, ისე დეველოპერისთვის გამორჩეული და სასარგებლო იქნება. სემინარები, marketer.ge-ს მიერ ორგანიზებული talk-სერიები და ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ბინის შეძენის ნებისმიერ მსურველსა და დეველოპერ კომპანიას აღელვებს და დღესდღეობით აქტუალურია: საინვესტიციო გარემო საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით, საბანკო რეგულაციები, განაშენიანების ახალი გეგმა და ცვლილებები დეველოპერულ ბაზარზე და ა.შ. - სწორედ ეს მოხვდება „არეა ექსპო 2019“-ის ფოკუსში 2 დღის განმავლობაში.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)