|
2019-04-18 14:15:33, 1574 ნახვა
საზოგადოება
ფონდი - „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე მუშების ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ბაგირის და კალათის წინაღობაზე გამოდება იყო
თანაინვესტირების ფონდი პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც ფონდის განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. „რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე შესვლა მოხდა შეუფერხებლად, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა. სიუჟეტში ნახსენებია რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს", რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი", შპს „თბილისი სითი"-ს დაკვეთით. „შპს ენერჯი პლიუსი" კონტრაქტით ვალდებული იყო დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონლი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს"-თან ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან. მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი", რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული - გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილ იქნა „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში." რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა. „ამტელ ჰოსპიტალი"-ს ნეიროქირურგიული დეპატამენტის ხელმძღვანელის ბატონ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. ხოლო დავით ოჩხიკიძეს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრამვა. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსთავი 2-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ რუსთავი 2-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა“, - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)