|
2019-04-18 13:21:39, 1682 ნახვა
საზოგადოება
ციფრული ორეულები მომხმარებელთა ანგარიშებიდან თანხის განაღდებას ახდენენ - როგორ გავაძლიერთ ონლაინ-ტრანზაქციების დაცვა
2019 წლის თებერვალში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღმოაჩინა ჩრდილოვანი ინტერნეტ-მაღაზია Genesis-ი, რომელშიც იყიდება 60 ათასზე მეტი მოპარული ციფრული იდენტურობა 5 დან 200 აშშ დოლარის ღირებულებით, მათ შორის ინტერნეტ-მაღაზიებისა და საგადასახადო სერვისების ლოგინები და პაროლები, რომლებიც ძალიან პოპულარულები არიან საქართველოშიც. ამ მონაცემებით, თავდამსხმელებმა ადვილად შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, შევიდნენ რეალურ მომხმარებელთა ანგარიშებზე და განახორციელონ გარიგებები, რომლებიც ბანკის ეჭვს არ გამოიწვევს. ციფრული იდენტურობა შეიძლება მოპარული იქნას ან შეიქმნას ნულიდან სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით. როგორც გვიჩვენა კომპანიის გამოკვლევებმა, თაღლითები უკვე აქტიურად იყენებენ ამ მეთოდებს ფინანსური თაღლითობისაგან დამცველი გადაწყვეტილებების გვერდის ავლის მიზნით. აღმოაჩენილი იქნა არა მარტო იატაკქვეშა ინტერნეტ-მაღაზია Genesis, არამედ Tenebris-ის ბრაუზერი - ჩაშენებული ციფრული კვალის გენერატორით. ამ უკანასკნელის გამოყენებით, თაღლითები რეპროდუქტირებას უკეთებენ მომხმარებლის ქსელურ აქტივობას ბრაუზერში და პროქსი-სერვერზე, შემდეგ კი მოპარული ლოგინისა და პაროლის საშუალებით შედიან მის აკაუნტში და მისი სახელით აწარმოებენ ონლაინ-ოპერაციებს. ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების ფარგლებში, ექსპერტები რჩევას იძლევიან, რომ პირადობის დამოწმების ყველა ეტაპზე მომხმარებლებმა ჩაატარონ მრავალფაქტორიანი იდენტიფიკაცია, მაგალითად, შეამოწმონ ბიომეტრიული მონაცემები. გარდა ამისა, რეკომენდირებულია მომხმარებლის ქცევის შესასწავლად გამოყენებული იქნას ყველაზე მოწინავე ანალიტიკური ინსტრუმენტები, დამატებული იქნას SIEM გადაწყვეტა და სხვა მუდმივად განახლებული საფრთხის მონაცემთა ნაკადების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემები, რათა წვდომა იქნას მიღებული კიბერრისკების შესახებ უფრო აქტუალურ ინფორმაციაზე და იყვნენ მზად სავარაუდო თავდასხმისათვის.
„კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა საქართველოში
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)