03:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:53:32, 1265 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, საქართველოს გაერო-ს ტრიბუნაზე ჰქონდეს მხარდაჭერა იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მთავრობის მეთაურმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია დინამიურად ვითარდება.

,,მსგავსი ვიზიტები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებასა და ხალხებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის. აჭარაში გაეროს ეგიდით ტრადიციულად იმართება სხვადასხვა საერთაშორისო დონის ღონისძიება, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაფართოებას და ახალ დონეზე გადასვლას

შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და მისი დაძლევის შესაძლებლობებზე.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაერო-ს ტრიბუნაზე ქონდეს მხარდაჭერა იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ესენი ოკუპაცია და სიღარიბე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაეროს მხარდაჭერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში განსაკუთრებით დიდია. გაეროს წარმომადგენლობისა და აჭარის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში უკვე წლებია ხორციელდება პროექტები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ურბანული ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა თუ სხვა მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ გაეროს ადამიანის უფლებების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი.

საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში გაეროში მიკრონეზიის ფედერალური შტატების, ფინეთის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს, სენეგალის, ეკვადორის და დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები არიან.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics