03:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 12:08:06, 1250 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სტრატეგიის სამუშაო ვერსია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.

შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics